Wednesday, May 19, 2010

იგავ –არაკები

1 .პროექტის სახელი: იგავ –არაკები.

2.პროექტის მოკლე აღწერა: მონაწილეები იკვლევენ ერთმანეთში   თუ  რამდენად  დიდი   ,ბრძნული  მნიშვნელობა  აქვს  იგავ–არაკს  ადამიანის  ყოფა–ცხოვრებაში.  იგავ–არაკის   ისტორია  ძალიან  საინტერესოა  და  სარგებელია  ყველა   მსოფლიოს   ხალხისათვის.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები  ჯგუფურად   ყვებიან  რამდენიმე  იგავ–არაკს  ავიღოთ  სულხან–საბა  ორბელიანის  არაკებიდან.  გაარკვევენ  ამის  მიზნებს  ,რამდენად   მნიშვნელოვანია  იგავის  როლი  ადამიანის  ბუნებით  შეცვლის  საკითხში.  იგი  ადამიანი  მიჰყავს  სიკეთისაკენ  და  სიბოროტეს  უარყოფს. იმ   ადამიანისადმია   ნათქვამი,  ვინც  ძალიან  ბოროტია,   ვინც  ბევბრ   შეცდომებს  უშვებს   შეიცვალოს   თავისი   აზრები.  მოიძიებენ  სხვადასხვა ფოტო და ვიდეო მასალას მსოფლიოს არაკებიდან,ფილმებიდან.შექმნიან მასალას იგავის შემეცნებასა და დანიშნულებაზე.

4.მონაწილეთა ასაკი/ კლასები: 13-17 წელი

5.ვადები/ხანგრძლივობა: 5 თვე

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :კვლევა,ნახატებისა და ფოტო მასალის განთავსება ბლოგზე,დისკუსიები ფანტაზიის შესახებ.შესრულებული ნამუშავრების პრეზენტაცია სკოლასი და განხილვა.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას;შეიქმნება ბლოკი, სადაც განთავსდება საინტერესო მასალა იგავ–არაკების შესახებ,ფოტოგალერეა,გამოფენები.

8.სასარგებლო სხვებისთვის: მოსწავლეები შეიტყობენ მსოფლიოს იგავების შესახებ უამრავ საინტერესო მასალას.რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდაში.

9.სამუშაო ენა: ქართული

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტში ჩართვა შეუძლია როგორც ჩვენი პარალელურ კლასებიდან,ასევე სხვა მოსწავლეებსაც შეუძლიათ ჩაერთონ ასევე მასწავლებლებიც.სადაც ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები.

 11.მონაწილეები სხვა სკოლიდან:ქ.ნინოწმინდის #1 სკოლა,ქ.ნინოწმინდის #2 სკოლა,ქ.ნინოწმინდის #3 სკოლა

12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:მარინე ვარტანიანი,ქ.ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლის ქართულ ენის და ლიტერატურის პედაგოგი

13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:vartanyanm@gmail.com

No comments:

Post a Comment